"კომენდანტის დროს ქურდულად აიღეს ჯვარი, მოგლეჯილია" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში უწყვეტი აქციები გრძელდება - ადგილობრივები 98-ე დღეა, ნამახვანჰესის მშებებლობას აპროტესტებენ. 

აქვე გეტყვით, რომ გუშინ მათ პოლიციამ კარავი დაუშალა, კომენდანტის საათის დროს კი ტერიტორიაზე აღმართული დროშა ჩამოხსნა. 

"ღირსებაშელახულები ვართ, კომენდანტის საათის დროს ქურდულად აიღეს ჯვარი, აღებასაც ხო გააჩნია, მოგლეჯილია, რა უნდა ვთქვათ ყოველივე ამის შემდეგ?!", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი.

"ჩვენ რაც შეგვეძლოა, ღირსებით, ეკლესიის მოწოდებით, ქუდზე კაცი ვიყავით გამოსულები", - თქვა პროტესტის მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ცნობისთვის, სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

ქუთაისის შემდეგ, იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5  მეტრის სიმაღლის ტალღით. 

თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი