აქცია ლისზე - მოსახლეობა წყლის პრობლემას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

თბილისის გარშემო მდებარე სამი სოფლის მოსახლეობა ქუჩაშია გამოული - ლისის, წოდორეთის და მუხათწყაროს მაცხოვრებლები სასმელი წყლის პორბლემის მოგვარებას ითხოვენ.

ამ სოფლებში უწყვეტი წყალმომამრაგების უზრუნევლსაყოფად ბიუჯეტიდან 150 000 ლარზე მეტი უკვე დახარჯულია, თუმცა შედეგი ადგილობრივებს ჯერ არ უნახავთ. 

"არ გვაქვს არც სასმელი და არც სარწყავი წყალი. არაერთგზის მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას. 2-ჯერ დაფინანსდა ბიუჯეტიდან წყლის შემოყვანა, შესრულდა სამუშაოები, მილები ჩაყრილია, მაგრამ წყალი მაინც არ გვაქვს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
 

ადგილზე ოპოზიციის წევრი, ანა დოლიძეც მივიდა. 

"მილიონზე მეტი ლარია დახარჯული 3 წლის განმავლობაში და მოსახლეობა კვლავაც უკმაყოფილოა", - ამბობს დოლიძე.

სამივე სოფლის მოსახლეობა ლისზეა შეკრებილი, სადაც აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი