კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. განცხადება ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი.
ეზუგბაიას განცხადებით, დადასტურებული ხალი შემთხვევები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფიქსირდება და ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. ინფექციურ საავადმყოფოში, გასულ ღამეს შეყვანილი ორი პაციენტი ე.წ ფულის კლასტერს მიეკუთვნება. მათ ვირუსი ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან გადაედოთ. ორივე პაციენტი ასაკოვანია და მათი ჯანმრთეობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
5 შემთხვევა დადასტურდა ბათუმში. ინფიცირებულები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ისინი ე.წ ქობულეთის კლასტერის წევრები არიან.
ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ 13 პაციენტიდან ხუთი ბათუმშია, ორი ქუთაისში და დანარჩენი თბილისში. აღნიშნული 13-დან ჩვენთან დადასტურებულია ორი შემთხვევა. წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“ განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას. ამ დროისათვის აქ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 13 პაციენტი რჩება, მათ შორის 6 პაციენტი არასრულწლოვანია:
ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 46 პაციენტი. მათგან 13-ია დადასტურებული დიაგნოზით. აქედან 18 წლამდე პაციენტია ექვსი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო. ბავშვები თავს გრძნობენ კარგად. გამოჯანმრთელებულებს ველოდებით" განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.