ფულის შემდეგ კორონავირუსის უკონტროლო გადაცემის ახალი წყარო შესაძლოა ლიფტი აღმოჩნდეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კორპუსის ლიფტით, სადაც კოვიდ 19 -ით ინფიცირებული სტიქაროსანი ცხოვრობს, ორი კვირით ადრე ვირუსით ინფიცირებულმა პირმა ისარგებლა.
სტიქაროსნის მეზობელი, რომელიც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია, კოვიდ 19-ით რომანოვების ორმოცზე დაინფიცირდა. მისი კლინიკაში გადაყვანა სწორედ კორპუსის ლიფტის მეშვეობით მოხდა. ლიფტში კი, სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩატარდა.
ლიფტით დაინფიცირების ვერსიაზე საუბრობენ სტიქაროსნის ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, კოვიდ 19-ით დაინფიცირება საერთო ლიფტით სარგებლობამ გამოიწვია.
ლიფტით ვმოძრაობდი, იმიტომ, რომ ფეხები, მუხლები მტკივა და აბა, ჰაერზე ხომ არ ვიფრენდი,"- განაცხადა სტიქაროსნის ოჯახის ერთ-ერთმა ინფიცირებულმა წევრმა.