6 თებერვალს რესტორნები მუშაობას განაახლებენ. გადაწყვეტილება სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. როგორც ლევან ქოქიაშვილი წერს, გადაწყვეტილება რესტორატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა:
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.
აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი." წერს ქოქიაშვილი ფეისბუქზე