თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას კიდევ ერთხელ იწყებს. არეალში ექცევა კერძო საკუთრებაში არსებული დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო ბუდაპეშტი უნდა აშენებულიყო.
წლების წინ, სამოქალაქო პროტესტის შემდეგ მერიამ ვაკის პარკში მასშტაბურ მშენებლობაზე უარი თქვა და ინვესტორს კომპრომისული ვარიანტის მოძებნას დაპირდა. ახლა კი რეაბილიტაცია ისე იწყება, რომ ინვესტორის კერძო ინტერესები აღარავის ახსოვს.
ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ადასტურებს რომ სასტუმროს მფლობელთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. მიზეზად ბიზნესმენის მოთხოვნებს ასახელებს.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ვაკის პარკში მშენებლობას აპროტესტებდნენ, ახლა ამბობენ რომ კალაძემ დაპირება უნდა შეასრულოს და კერძო მესაკუთრეს ან მიწა გადასცეს, ან ნაკვეთის ღირებულება აუნაზღაუროს.
ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის თითქმის 20 მილიონი ლარი გამოიყო. ტენდერში ხუთი კომპანიიდან ყველაზე დაბალი ფასი მერიას კომპანია დაგი-მ შესთავაზა და გაიმარჯვა.
სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა თავად მერის მოადგილე არ გამორიცხავს რომ კომპანიას დამატებითი დრო დასჭირდეს.