"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "წითელი ბაღის" კეთილმოსაწყობად მერიამ შპს გრინსერვისს 1.9 მილიონი ლარი გადაუხადა, თუმცა 1 წელში ბაღი სარემონტო მდგომარეობაშია.
გოძიაშვილის ბაღს “წითელ ბაღად” სასეირნო ბილიკზე დაყრილი წითელი ქვიშა-ხრეშის გამო მოიხსენიებენ, მაგრამ “კეთილმოწყობისთვის” ბაღში ბეტონი მოასხეს, რის შედეგადაც ბაღში მტვერი დგება.
გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა შეუსაბამო მასალებით მოხდა, რის გამოც ბილიკებზე დაგებული მასალა (120,000ლარი) მალევე დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა.
ცნობისთვის, გრინსერვისის დამფუძნებლები "ქართულმა ოცნებამ" 2013 წელს კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა, თუმცა მათმა კომპანიამ 2013-დან დღემდე 55 808 667 ლარის ტენდერები მოიგო.