"გამიტყდა თვალის პროთეზი...მტკივა" - მაკო გომურის მიმართვა ხელისუფლებას და ელისაშვილს

გამოქვეყნდა:

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს.

ამის შესახებ მაკო გომური "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და ტკივილები აწუხებს.

ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად. 
მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ
სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? 
უბრალოდ მითხარით კი ან არა. 

მაკო გომური გიორგი გახარიას, "ქართული ოცნებისა" და ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, ალეკო ელისაშვილსაც მიმართავს:

რაღაცები გავიწყდებათ, არა?
მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ?
რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ?
არა, არ გაქვთ. 
მშვიდი ღამე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი