წითელ ბაღში რეაბილიტაციიდან 1 წელში მასალა დალპა და ფილები დატყდა

გამოქვეყნდა:

გოძიაშვილის ბაღის 2 მილიონიანი რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დასრულდა, მაგრამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ბილიკებზე დაგებული მასალა დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა. მოსახლეობა სკვერით ვერ სარგებლობს.

კახი კალაძემ უხარისხოდ შესრულებულ სკვერში-ძვირადღირებული სკამებიც დადგა - თითოში - 2000 ლარი გადაიხადა. კეთილმოწყობის სამუშაოები კი იმ კომპანიას დაავალა, რომლის მფლობელებიც  2013 წელს  ქართულმა ოცნებამ  კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა.

გრინსერვისის დირექტორი ამბობს, რომ კეთილი ნებით სკვერს თავადვე შეაკეთებს​.

გრინსერვისისა და თბილისის მერიის კორუფციული სქემა, ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა და ხშირ შემთხვევაში უხარისხო სამუშაოების ფაქტები - მმართველი გუნდის ოპონენტებმა შეისწავლეს. 

გრინსერვისმა  2013 წლიდან დღემდე  ბიუჯეტიდან 56 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ძირითადად გამარტივებული გზით, რაც კორუფციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი