ღია ფანჯრები, გამორთული გაგრილების სისტემა, პირბადე - "თბილისის მიკროავტობუსით" მგზავრთა გადაყვანის პირობები

გამოქვეყნდა:

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდეგანსა და დასაცავ რეგულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

კერძოდ:

  • აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე
  • აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში
  • სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

ამასთან ერთად მოგახსენებთ რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას"

კომპანია  სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი