რუსთაველის გამზირზე, კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად აქცია უკვე დაიწყო. ადგილზე შეკრებილები არიან გასართობი ცენტრების წარმომადგენლები, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები და საზოგადოების სხვა წევრები.
მათი თქმით, შეზღუდვები ისედაც გაღარიბებულ ბიზნესს მეტ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, გასართობი ცენტრების ნაწილი უკვე გაიხნა - ამ ფორმით ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებენ რეგულაციებს, რომლებიც, მათივე აზრით, გაუგებარი და მიუღებელია.
"მე გავხსენი ცენტრი, საკენკს არ ვკრეფ. ესაა ხალხის ხმა და არა ჩემი ბიზნესის დაცვა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პარლამენტთან, სოლიდარობის მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, "სირცხვილიას" ორგანიზებით დაუმორჩილებლობის მარში გაიმართება.