ქუთაისში ტრანსპორტი ძვირდება - ენმ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ქალაქში ტრანსპორტი ძვირდება.

ოპოზიციის თქმით, პანდემიის პირობებში, როცა ადამიანები სამსახურების გარეშეა დარჩენილი, ხელისუფლება ხალხს სიურპრიზს უმზადებს და მგზავრობას უძვირებს.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე თვის ბოლოს გადაწყდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ტრანსპორტის გაძვირება, მუნიციპალიტეტში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს.

ქუთაისის მერი კი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მგზავრობის გაძვირება არ იგეგმება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი