თბილისის მერია: ხვალიდან ორი ავტობუსის მარშრუტი იცვლება

გამოქვეყნდა:

8 თებერვლიდან - მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად - N301 და N51 ავტობუსების მარშრუტები იცვლება.

ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. მერია აცხადებს, რომ ამ ნომრების მომსახურება გაჩერდება, ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება.

  • N301 მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე;
  • თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით;
  • ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.

ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც: 8 თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში.

  • ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად: მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ან "ახმეტელის თეატრის" მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით

ხვალიდან მთელს ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი