რუსეთის უხილავი იარაღი, რომელიც სამუდამოდ აავადებს ადამიანებს. იწყება ყურებში გაუგებარი ხმაურით და წნევით, თავბრუსხვევით, გულისრევით, კოორდინაციის დარღვევით - ტვინის შერყევის მსგავსი სიმპტომებით; შემდეგ კი სიცოცხლის ბოლომდე რჩება შაკიკი, სისტემატური და გაუყუჩებელი თავის ტკივილი, სამუდამოდ დაქვეითებული სმენა და ა.შ. ადამიანები შრომისუნარიანობას კარგავენ.
ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღებით დასხივება, რომელიც შეიძლება მთელი საჯარისო დანაყოფის წინააღმდეგაც გამოიყენო. წლების განმავლობაში ეს იარაღი რუსებმა ისე განავითარეს, რომ შეუძლიათ ჰაერიდან, რამდენიმე წამში ადამიანების უზარმაზარი მასაც დაასხივონ. ან, თუ დასჭირდებათ, საკუთარ სახლშიც კი მიიტანონ შეტევა. დასხივება თანაბრად მოქმედებს ადამიანებზეც და ცხოველებზეც