საფრთხე ბახმაროსთვის - კურორტთან ჰესის აშენება იგეგმება

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ჰესი - ამჯერად ახალი, 12 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება კურორტ ბახმაროს სიახლოვეს იგეგმება. 

ბახმაროს გადასარჩენად უკვე ჩამოყალიბდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა და პეტიცია, რომელზეც ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

მდინარე ბახვისწყალზე 12 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას  2020 წლის 20 იანვარს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის სახელით  დარეგისტრირებული  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გეგმავს. ამ და პრაქტიკულად ანალოგიური დასახელების მქონე კიდევ შვიდი  შპს-ს დირექტორი ვინმე მიხეილ ნიბლაძეა, ხოლო ამ კომპანიების მესაკუთრე 2015 წელს  სინგაპურში დარეგისტრირებული კომპანია -  “კავკასუს ქლინ ენერჯი ჰოლდინგზ ლიმეტედია”.

ჰესი ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია, თუმცა გარემოს დაცვითმა სათემო ორგანიზაცია "ეკომ" უკვე შექმნა პეტიცია, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება. ისინი მთავრობას სთხოვენ:

  • 1.შეწყდეს მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განხილვა;
  • 2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად მიიღონ „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება;
  • 3. დაუყოვნებლივ შეიქმნას გურიის დაცული ტერიტორია  გურიის რეგიონის მთიან ზოლში, სადაც აკრძალული იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი