11 თებერვალს ჩანიშნულ სინოდის სხდომაზე, სავარაუდოდ, ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთენ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს.
მეუფე პეტრე კი ბრალდებების საპასუხოდ ითხოვს, სინოდმა განიხილოს ილია მეორის საკითხი, რომელიც პეტრე ცაავას თქმით, "უწმინდური პიროვნებაა".
"ვითხოვ და ვალდებულია სინოდი, რომ ბრალდება, რომელიც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული და ახლავს თავის მყარი მტკიცებულებები, სინოდზე იქნას განხილული და რჯულის კანონის შესაბამისად მოხდეს რეაგირება, დაისაჯოს კათალიკოს-პატრიარქი, რომელიც ამ მძიმე ცოდვის ქვეშ, უწმინდური პიროვნება ათწლეულებია მართავს ეკლესიას", - ამბობს პეტრე ცაავა.
თავის მხრივ, სხვა მიტროპოლიტები ამბობენ, რომ სინოდზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მათივე აზრით, "განკვეთას ეკლესია უბრალოდ ადასტურებს, ადამიანი თავისი ქცევით განკვეთს თავის თავს".
ამავე თემაზე: