მანამდეც ჰქონდა პრობლემა გაზზე, კომპანიიდან იყვნენ მოსულები - გორში გარდაცვლილი ქალის მეზობელი

გამოქვეყნდა:

გორში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გარდაცვლილი ქალის მეზობლები ამბობენ, რომ მას ბუნებრივი აირის გაყვანილობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, ქალმა კომპანია "საქქორგაზსაც" მიმართა, საიდანაც ბინაში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მისული.

"სავარაუდოდ გაზმა გაჟონა. ქალბატონი მარტო ცხოვრობდა, ბავშვები ბებიასთან ჰყავდა. 2 შვილის დედაა. მანამდეც ჰქონდა პრობლემა ჰყავდა გამოძახებული, 500 ლარი დაუწერია მაგის მრიცხველს. მოვიდნენ კომპანიიდან და შეამოწმეს, მაგრამ რანაირად შეამოწმეს. ფაქტი სახეზეა რომ ბავშვი გარდაიცვალა, ესეიგი ვერ შეამოწმეს და ვერ გააკეთეს კარგად", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან და კომენტარს პრესსამსახური გააკეთებს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შეგახსენებთ, რომ გორში 30 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი