უფლებამდამცველები განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივიან. მათი თქმით, 15 თებერვლიდან სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, თუმცა სამინისტროს ჯერაც არ წარმოუდგენია სამოქმედო გეგმა და ანგარიში, რა გაკეთდა იმისთვის, რომ სკოლები ვირუსის გავრცელების კერა არ გახდეს.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, მიხეილ ჩხენკელის უწყება დუმს.
ახლა უფლებამდაცველები სასამართლოს ძალით მოითხოვენ ამგვარი სამოქმედო დოკუმენტის წარმოდგენას და ამბობენ, რომ საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის.
"ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რაც შეიმუშავა სამინისტრომ ზოგადი ხასიათისაა, რომელიც ბავშვების საჭიროებებზე არ არის მორგებული. ასევე ბუნდოვანია, როგორ უზრუნველყო სამინისტრომ თავად ბავშვების და მათი"- აცხადებს ანა თავხელიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი.
განათლების სამინისტროს განმარტებით კი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გაეგზავნათ.
შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან სწავლა საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდება.