სინოდი პატრიარქის გადაყენებას გეგმავს-თეოლოგების სკანდალური განცხადება და მღვდელმთავრების პასუხი​

გამოქვეყნდა:

წმინდა სინოდი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იკრიბება. სანდო წყაროზე დაყრდნობით თეოლოგები აცხადებენ რომ გავლენიანი სასულიერო პირების ნაწილი, ვინც ღიად ატარებს საქართველოში რუსეთის ინტერესებს, საქართველოს პატრიარქის ტახტიდან გადაყენებას და ილია მეორეს, პატრიარქის მოსაყდრით შიოთი ჩანაცვლებას გეგმას.

მიუხედავად იმისა რომ სინოდის წევრები მთავართან კატეგორიულად უარყოფენ შესაძლო ცვლილებებს, მათ შეხვედრამდე 3 დღით ადრე ისიც კი არ იციან რა საკითხები უნდა განიხილოს სინოდმა და იქნება თუ არა ამ თემებს შორის, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი წინამძღოლის, მეუფე პეტრეს საკითხი.

16 თვიანი პაუზის შემდეგ წმინდა სინოდი 11 თებერვალს პირველად შეიკრიბება. გადააყენებენ თუ არა პატრიარქს და გახდება თუ არა  მოსაყდრე მეუფე შიო ქვეყნის ახალი პატრიარქი, ეს სინოდის სხდომაზე გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი