მეწყერი რაჭაში - ამბროლაურში კლდოვანი მასა ჩამოიშალა

გამოქვეყნდა:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ღვარდიასთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა და სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა. მასის ჩამოშლა უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.  რაც შემთხვევის ადგილს გეოლოგები დაათვალიერებენ. მათივე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი საჭიროების ნივთები უკვე გაეგზავნათ. 

"მათთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. შექმნილია "სტიქიის სალიკვიდაციო ჯგუფი". ხვალიდან აღნიშნულ პროცესებში გეოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთვება. სპეციალისტების  მიერ მოხდება სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა, რის საფუძველზეც გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში 
 

მათივე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი საჭიროების ნივთები უკვე გაეგზავნათ. 

დღეს მეწყერი ჩამოწვა ცაგერში, ნამახვანჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი