30 ეკიპაჟი გამოიძახეს დასაჭერად, სავარაუდოდ ნაცემია - შემთხვევა ჰუალინგის დასახლებაში 

გამოქვეყნდა:

თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში მოქალაქემ სავარაუდოდ დაჯარიმება გააპროტესტა, რის გამოც ადგილზე 30-მდე საპატრულო ეკიპაჟი მის დასაჭერად გამოიძახეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრეცლდება.

გიორგი ფხალაძე წერს, რომ დაჯარიმებული პიროვნება სავარაუდოდ ნაცემია:

სავარაუდოდ მაღაზიაში მისვლის გამო პოლიციამ დააჯარიმა იქვე მცხოვრები ადამიანი. გააპროტესტა ჯარიმა და 30 ეკიპაჟი გამოიხახეს დასაჭერად. მთელი სამეზობლო ფანჯრებიდან აგინებს პოლიციას. სავარაუდოდ ნაცემია ის პიროვნება. ჰუალინგის ქალაქში ხდება ამ წუთას - წერს გიორგი ფხალაძე ფეისბუქზე.

რა მოხდა ჰუალინგის დასახლებაში, "მთავარი" დეტალებს შსს-ში არკვევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი