საიდუმლო დღის წესრიგი - სინოდი ვაქცინაციაზე იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

11 თებერვალს, წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვაქცინაცია ჩატარდება თუ არა იმ მასშტაბით, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. მოქალაქეების დიდი უმრავლესობა სწორედ  ეკლესიის პოზიციას ელოდება. 

თავად სინოდის პოზიციაც ორად არის გაყოფილი. 46 კაციან შემადგენლობაში რამდენიმე სასულიერო პირია ვისთვისაც ვაქცინაცია ბოლომდე მისაღებია.  

მღვდელმთავრებს ვაქცინაციის გარდა კიდევ რამდენიმე საკითხზე მოუწევს მსჯელობა. ერთერთია​ ჭყონდიდისა და რუსთავის ეპარქიების მმართველების განმწესება.

ჭყონდიდის მღვდელმთავრად სვეტიცხოვლის წინამძღვრის არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედიას ვინაობა სახელდება, რუსთაველ მიტროპოლიტად კი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის კანდიდატურა, თუმცა მთავართან სატელეფონო საუბრისას ზვიადაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

ჭყონდიდის ეპარქია ამ დრომდე დროებითი მმართველის ხელშია, მეუფე გრიგოლ კაცია, პეტრე ცაავას ღირსეული შემცვლელი ვარ აღმოჩნდა. სასულიერო პირები აცხადებენ რომ საპატრიარქოს სამდივნო შეეცდება გააგზავნოს მღვდელი, რომელიც მკაცრ ზომებს გაატარებს ეპარქიაში. მღვდელმონაზონი ანდრია ამბობს რომ ეპარქიის ახალ მმართველს ადგილობრივი სასულიერო პირებისთვის მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი