ქეთევან ბანძელაძე 33 წელია, ქუთაისის ქუჩაში მინდვრის ყვავილებს ყიდის. ამბობს, რომ სხვა შემოსავალი არ აქვს და ასაკის გამო აღარც სხვა ადგილზე მუშაობა შეუძლია. დღეს მერიის სამსახურმა 66 წლის პენსიონერს სხვა გარემოვაჭრეებთან ერთად ქუჩაში ყვავილების გაყიდვა აუკრძალა და დახლების დაშლა მოსთხოვა.
სამსახურის გარეშე დარჩენილებმა ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ და მეყვავილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ამ ყველაფრის ფონზე, მერია ახალ ბიუჯეტს ამტკიცებს და 1,6 მილიონი ლარის დახარჯვას შენობების გარემონტებაში აპირებს.