ქალაქ გორის მერმა ლურჯი სპორტულები საკუთარი თანამშრომლებისთვის ვალენტინობის დღის საჩუქრად შეუკვეთა - ადგილობრივები ფიქრობენ, რომ კონსტანტინე თავზარაშვილის საბჭოთა წითელი ფერის სენტიმენტები "ქართული ოცნების" ლოგოს ფერის სიყვარულმა გადაწონა.
თავზარაშვილმა 7 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო, ტენდერიც გამოცხადებულია - ახლა გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვინ შეუკერავს გორის მერიის თანამშრომლებს ლურჯ უნიფორმას და მზად იქნება თუ არა ის ვალენტინობამდე.