"ჯერ კიდევ ვუძლებთ, მაგრამ ამ თვის მერე შეიძლება, ისევ გაძვირდეს", - გაუფასურებელი ლარის ფონზე პურზე ფასების მატებას არ გამორიცხავენ თონის მეპატრონეები.
მათი განცხადებით, ფქვილის ფასი 3 თვეში 15 ლარით გაძვირდა, ამიტომ პურის ფასის კონტროლი მათივე პროგნოზით, უკვე შეუძლებელია.
პურის ფასის მოსალოდნელ გაძვირებასთან ერთად მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემად გაძვირებული საწვავიც რჩება.
ექსპერტების პროგნოზები კი კიდევ უფრო მძიმეა. ნავთობ იმპორტიორები პირდაპირ ამობობენ, რომ თუ ტენდენციები არ შეიცვალა, რამდენიმე კვირაში შესაძლოა კიდევ მოუწიოთ ფასების მომატება.
"ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ფასების მატება გარდაუვალია".-აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.