თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე, "მეგალაინის" სარდაფში ხანძარია

გამოქვეყნდა:

თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე "მეგალაინის" შენობასთან ხანძარია. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი "მეგალაინის" სარდაფში გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

თავდაპირველად ხანძრის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი