სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე მღვდელმთავრები საპატრიარქოში იკრიბებიან. მღვდელმთავრებმა სავარაუდოდ, საპატრიარქოში კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ტესტების პასუხები წარადგინეს
სასულიერო პირები არ საუბრობენ რა საკითხებს განიხილავენ ხვალ, თუმცა დიდი ალბათობით ერთერთი მთავარი სასაუბრო თემა ვაქცინაცია და ის პოზიცია იქნება, რომელიც ეკლესიას ამ მიმართულებით აქვს.
მღვდელმთავრების ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს ეწინააღმდეგება, ნაწილი კი პრობლემას ვერ ხედავს.
ჩვენ რახან პროფესიონალები არ ვართ ამ საკითხში დავაცდით ექიმებს, არჩევანის თავისუფლებაზე იქნება საუბარი იმიტომ რომ ჩემის აზრით, ადამიანი არ უნდა გრძნობდეს ადამიანისაგან ზეწოლას - ამბობს მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი
სინოდზე სავარაუდოდ იმსჯელებენ ახალი მღვდელმთავრების გამორჩევაზეც, რადგან რამდენიმე ეპარქიას მღვდელმთავარი არ ჰყავს, მათ შორისაა ჭყონდიდსი ეპარქია, რომელიც მეუფე პეტრე გაშვების შემდეგ დროებით, სხვა ეპარქიის შემადგენლობაშია და დროებითი მმართველი ჰყავს.
მღვდელმთავრები საპატრიარქოში შეკრებას ხვალ დილის 12 საათიდან დაიწყებენ.