"კიდევ დავარღვევთ"- დაჯარიმებულების პასუხი შსს-ს 

გამოქვეყნდა:

უკვე რამდენიმე დღეა, დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეებს პოლიციიდან უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, მაგრამ ხელისუფლებისგან ზეწოლის ეს მეთოდი არაეფექტურია - აქტივისტებიც და ლიდერებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არც ჯარიმებს გადაიხდიან და დაუმორჩილებლობასაც გააგრძელებენ.

დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს ენმ-ს ერთერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე. მოძრაობა "სირცხვილიას" 4 წევრს კი სამართალდამცავმა უწყებამ დღეს 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 

2 დღის განმავლობაში შსს-მ "ლელოს" 5 წევრი დააჯარიმა, თუმცა არცერთ შემთხვევაზე სამართალდამცავებს მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, ერთადერთი რასაც დაჯარიმებულ პირებს აცნობენ, მხოლოდ პოლიციელის პატაკია.

აქტივისტი გიორგი მუმლაძემ კომენდანტის საათი განზრახ უკვე მეოთხედ დაარღვია, თუმცა ნაცვლად სისხლის სამართლებრივი დევნისა, შსს-მ გადაწყვიტა, რომ აქტივისტი მეორედ დააჯარიმოს.

მეორედ და მესამედ დაარღვიეს კომენდანტის საათი მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა. მათ შსს-დან უკვე მეოთხე დღეა უკავშირდებიან და უწყებაში მისვლას სთხოვენ, თუმცა აქტივისტები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი