პროტესტი მიწისქვეშ გრძელდება - ტყიბულში მეშახტეებმა, თავიანთი უფლებების დასაცავად აქციის რადიკალურ ფორმას მიმართეს. უკვე მეორე დღეა, 11 მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის.
გაფიცულები, რომლებიც ამ დრომდე 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან, ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ.
"იანვრის თვის ხელფასი საკმაოდ დაბალი ტარიფით დაიხურა. ახლა კომპანიასთან მიდის მოლაპარაკება. კომპანია მზად არის შექმნას კომისია, რომელიც იმსჯელებს, რის საფუძველზე განისაზღვრა ასეთი დაბალი ტარიფი". - აცხადებს მეშახტე ონისე საბანაძე.
ადმინისტრაციას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია, როგორ გაგრძელდება მიწისქვეშა პროტესტი.
ამავე თემაზე: