ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ - მეუფე დოსითეოზი

გამოქვეყნდა:

თითქმის ერთი წლის შემდეგ დღეს, 11 თებერვლას 12 საათზე საპატრიარქოში სინოდის წევრები კვლავ შეიკრიბებიან. მღვდელმთავრები ამბობენ, რომ მსჯელობის ერთ-ერთი საგანი კორონავირუსი და ვაქცინაცია იქნება. 

მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა საპატრიარქოში მისვლა უკვე დაიწყეს. დღეს საპატრიარქოს შენობას დიდი ოდენობით საპატრულო პოლიცია იცავს და შენობაში შესვლამდე ყველას კორდონის გავლა უწევს. 

"პირადად, როგორც ერთმა ადამიანმა, ბუნებრივია მაქვს აზრი იმისა, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფილობითი და ასე დარჩება, იმედია. ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ, იმიტომ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც თვითონ ჯანმომ მიიღო", - თქვა მეუფე დოსითეოზმა, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა.

მისი თქმით, არ იცის რაზე იქნება მსჯელობა კონკრეტულად სინოდის სხდომაზე და მას წინასწარ კონსულტაციები არავისთან ჰქონია.

სხდომის პარალელურად საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს, ის სასულიერო პირებს მოუწოდებს განიხილონ საკითხი, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და შეისწავლონ ეს საქმე. დღეს, თორნიკე მამალაძემ მიმართა მეუფე დოსითეოზს და კითხა, რატომ არ აყენებდა სინოდის სხდომაზე მამა გიორგი მამალაძის საკითხს.

"სამი წლის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, უნდა შექმნილიყო კომისია, ხართ მზად, რომ დააყენოთ დღეს ეს საკითხი?! გარკვეული არ ხართ და მაგიტომ გეუბნებით, რომ გაერკვეთ თითოეული თქვენთაგანი, რომ გაერკვეთ", - თქვა თრნიკე მამალაძემ. 

მეუფეს თქმით, ის საკითხს არ იცნობს და მზად არაა, რომ დღევნდელ სინოდზე ეს თემა დააყენოს, თუმცა არ უარყოფს, რომ კომისია უნდა შეიქმნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი