ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც ამ წუთებში იწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ერთერთ მოქალაქეს ქართულ მხარეს გადასცემენ.
ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში უკანონო ტყვეობაში, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
"მთავარის" ინფორმაციით, პირი, რომელიც ქართულ მხარეს გადაეცემა, 8 თებერვალს როკის გვირაბთან, ოკუპანტების მიერ დაკავებულ 21 წლის საქართველოს მოქალაქე ეგორ დრულევია.
ინფორმაცია ახლდება.