სინოდის სხდომა სკანდალების გარეშე დასრულდა. მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა დღეს მოლოდინის მიუხედავად, არც ერთი რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღეს.
დღის წესრიგის მთავარი თემებზე - ყოფილი ჭყონდიდელი პეტრეს და ვაქცინაციის საკითხებზე ეპისკოპოსებმა შუალედური გადაწყვეტილებები მიიღეს - პეტრე განკვეთილი არ არის და მის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის, ვაქცინაცია კი ნებაყოფლობითია და ეკლესია არ გმობს კორონავირუსისგან დაცვის ამ ნაბიჯს.