რუკით, რომლის გამოყენებას სინოდი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებაში ითხოვს, ბერთუბანი ჩვენი საზღვრის მიღმა რჩება

გამოქვეყნდა:

რუკით, რომლის გამოყენებასაც სინოდის წევრები აძლევენ რეკომენდაციას და რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანთან გაურკვეველი საზღვრის დაზუსტება, დავითგარეჯის მონაკვეთზე უნდა მოხდეს, ბერთუბანი საქართველოს საზღვრებს მიღმა რჩება. 

სინოდის სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ მაღალი ხარისხის სასულიერო იერარქთა უმრავლესობა გარეჯის მონაკვეში საზღვრის ხაზის გავლებას 200 ათასიანი მასშტაბის რუკით ითხოვს. საუბარია რუსეთიდან ჩამოტანილ რუკაზე, თუმცა, ამ რუკის მონაცემები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

შეგახსენებთ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დანიელის თქმით, "სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით"

"თუ სწორად გავიგე, სინოდმა დაადგინა, რომ საზღვარი 1:200 000-იანი რუკით უნდა გაივლოს, რაც ნიშნავს, რომ ბერთუბანი აზერბაიჯანის მხარეს უნდა დარჩეს?(სხვა რამეებს ახლა არ ვკითხულობ, მხოლოდ ეს მაინტერესებს)"- წერს "ფეისბუქზე" იურისტი გიორგი მშვენიერაძე სინოდის წევრთა მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებების პასუხად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი