საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, რომელიც პარლამენტის სხდომაზე მივიდა, ჟურნალისტებს შეკითხვები ჰაქონდათ, თუმცა, დაცვამ მინისტრთან მიახლოების საშუალება მათ არ მისცა, ხოლო მისი მისამართით დასმული შეკითხვების გაგონებისას, ირაკლი ღარიბაშვილის რეპლიკა იყო "გიჟები არიან", რომელიც მან ჟურნალისტების მისამართით წარმოთქვა.
საბოლოოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაცვის მიერ მოწყობილი დერეფნის გავლით შევიდა და კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.
თავდაცვის მინისტრი დღეს პარლამენტში სამინისტროს 2020 წლის ანგარიშს, ნდობის ჯგუფის დახურულ სხდომაზე წარადგენს.