მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა - ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.