შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს- სინოდი დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე

გამოქვეყნდა:

წმინდა სინოდმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ იმსჯელა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებული ტექსტიდან ირკვევა, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ მოხსენება მღვდელმთავრებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმემ გააცნო. მღვდელმთავრების უკმაყოფილება ილია ჭიღლაძის კრიტიკულმა მოსაზრებებმა გამოიწვია: 

მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული)" ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

სინოდის განჩინება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი