აღდგომის გარდა ეპიდემიოლოგების ერთერთი დიდი გამოწვევა მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ამ დღეს სასაფლაოებზე უამრავი ადამიანი იკრიბება, მღვედლმთავრებს კი ჯერ არ აქვთ კონკრეტული მითითებები.
სასულიერო პირების ერთი ნაწილი ამბობს რომ ჭირისუფლები სასაფლაოზე აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს უნდა გავიდნენ, ნაწილი კი საპატრიარქოს მითითებებს ელოდება. მღვდელმთავრებს არ უთქვამთ რომ მწვავე პანდემიის მიუხედავად, ხალხი სახლში უნდა დარჩეს:
საეკლესიო წესის მიხედვით, საფლავებზე გადიან მეორე კვირის სამშაბათს, საეკლესიო წესით ასეა" - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი
ადამიანებზეა დამოკიდებული ვინ როგორ აცნობიერებს ამას რასაც ეკლესია ითხოვს. არიან კიდე თვითრჯული ადამიანები, რომლებიც აქეთ ცდილობენ გვასწავლონ რა გავაკეთოთ" - აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი
ჭირისუფალს ყოველთვის შეუძლია გავიდეს. ამას რაიმე განსაკუთრებული დავალება და რჩევა არ სჭირდება" ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი.
სამების ტაძრის დეკანოზი მარკოზი კი აცხადებს, რომ ცვლილებები სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის და თუ ასეთი რამ მოხდება, მრევლს აუცილებლად აცნობებენ