ექიმ დავით ნანობაშვილის თავდასხმა ნიკა გვარამიაზე - ნანობაშვილს კოლეგებმა ჰიპოკრატეს ფიცი შეახსენეს

გამოქვეყნდა:

იმუნოლოგ დავით ნანობაშვილის თავდასხმას ნიკა გვარამიაზე, ექიმების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ნანობაშვილს კოლეგებმა დღეს ჰიპოკრატეს ფიცი შეახსენეს და თქვეს, რომ პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს და ექიმი ვალდებულია ყველას უმკურნალოს.

საერთოდ არ შეიძლება. ესეთი რამე არ არსებობს. წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

​მე სულით ვარ ექიმი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, ერთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში" - რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა

თავად დავით ნანობაშვილი კი რომელიც ამჟამად კოსმეტიკური საქმიანობითაა დაკავებული, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას არ ნანობს და ამბობს, რომ მისი აღშფოთება "მთავარი არხის" დირექტორის იმ გამოსვლამ გამოიწვია, სადაც ნიკა გვარამია საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე საუბრობდა.

ნიკა გვარამიას გამოსვლა, რომ ქართული წარმოების ნიღბებზე ესე ცუდად მოიხსენია, მაგაზე მქონდა რეაქცია. რა შუაშია ჰიპოკრატეს ფიცი.ეს იყო ალეგორიულად ნათქვამი, რომ მე რომ ვინმემ მლანძღოს და მერე მოვიდეს, რომ მიმკურნალე, შეიძლება არ ვუმკურნალო" განუცხადა "მთავარ არხს" ნანობაშვილმა

ნიკა გვარამიას კორონავირუსი რომ შეეყაროს ექიმები არ უმკურნალებენ- ასეთი შინაარსის განცხადება ნანობაშვილმა პოსტივის ეთერში გააკეთა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი