კიდევ ერთი ინფიცირებული ექიმი - თბილისის მედიცინის ცენტრი კარანტინშია 

გამოქვეყნდა:

თბილისის მედიცინის ცენტრის ერთ ერთ ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა. კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა, დანარჩენი თანამშროლები კი ლუგარის ლაბორატორიის პასუხებს ელოდებიან.

ცინცაძის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ.

კლინიკაში დილიდან ეპიდემიოლოგებიც მუშაობენ, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, როგორ მოხდა ექიმის ინფიცირება.

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულ ექიმს სიმპტომები ჯერ კიდევ 9 მარტს გამოუვლინდა, 10 მარტს კი ოფიციალურად დაუდასტურდა. "მთავარის" ინფორმაციით, ამავე დღეს ექიმს შეხება ჰქონდა საკუთარ თანამშრომლებთან. ამ დროისთვის თბილისის მედიცინის ცენტრის ათამდე თანამშრომელი იმყოფება კარანტინში და ისინი კოვიდ 19-ის პასუხებს ელოდებიან. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ.

კლინიკის ერთ ერთი ექიმის ინფიცირებას ცენტრში ადასტურებენ. გარდა ამისა, როგორც კლინიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დრომდე მათთან განაგრძობენ მკურნალობას მძიმე პაციენტები, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხების მიხედვით გადაწყდება, გადაანაწილებენ თუ არა სხვა სამედიცინო დაწესებულებებში

ერთ ერთ თანამშრომლებს დაუდასტურდა. ვისაც მასთან ჰქონდა უშუალო კონტაქტი, ეხლა არიან კარანტინში. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს დარჩენილ პაციენტებს და იმის მიხედვით მერე გადაწყდება მათი ბედი" განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის წარმომადგენელმა ​ანა მამრიკიშვილმა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი