15 თებერვლიდან რეგულაციების ნაწილი იხსნება, მაგრამ კომენდატის საათი ისევ ძალაში რჩება. ორშაბათიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა. ასევე 15 თებერვლიდან სამ დიდ ქალაქში აღდგება სასწავლო პროცესი და მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.
განათლების სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ მოემზადა სასწავლო პროცესის განახლებისთვის და განახლების შემდეგ ეს პროცესი ჩავარდნის საფრთხის წინაშეა.
ექსპერტები, პრობლემებს შორის, სანიტარული ნორმების მოუწესრიგებლობას ასახელებენ.
შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ქვეყნის მასშტაბით 1 თებერვლიდან განახლდა, თუმცა, 15 თებერვლამდე დახურული რჩებოდა სკოლები სამ დიდ ქალაქში, თბილისის ჩათვლით.