ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებაზე თქვა, რომ "ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს". მისი თქმით, ეპარქიაში უნდა განახლდეს ჩვეულებრივი ცხოვრება, განათლება და სახელმწიფოებრიობა.
"დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ. თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით სულიერებისთვის. სკანდალურობა ყველასგან იყო, ვიღაცას აინტერესებდა, ვიღაცამ აიტაცა და გააშუქეს, როგორც აწყობდათ. მე არ ვაპირებ, სკანდალურობის პროპაგანდას. იქ უნდა ვიყო წყნარად და მშვიდად. სკანდალურობაში მეუფე გრიგოლი არაფერ შუაშია, მეუფე მსხვერპლი იყო ამ სიტუაციისა", - ამბობს მეუფე სტეფანე.
რაც შეეხება ნამახვანჰესის მშენებლობას, მეუფე სტეფანე ფიქრობს, რომ "ხალხს უნდა მოვუსმინოთ".
"ჩემი პოზიცია მაგის გამო არ შემიცვლია და არც არაფერი სასჯელი ეს არ არის... სინოდმა გადაწყვიტა, რომ ჭყონდიდში გადაეყვანა ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ამ შემთხვევაში, მე აღმოვჩნდი, არა იმიტომ, რომ ნეიტრალიზაცია უნდა გაეკეთებინათ ჩემი, ასეთი რამე არ არსებობს. ჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ის, რომ ხალხს უნდა მოვუსმინოთ".
ამავე თემაზე: