მერიის თანამშრომლებმა ჯერ იქეიფეს, მერე კი იჩხუბეს - დაპირისპირება გორში

გამოქვეყნდა:
განახლდა:

სავარაუდოდ, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღება გახდა მუშტი-კრივის მიზეზი, რომელიც გორის მერიის მაღალჩინოსნებმა მას შემდეგ გამართეს, რაც ღორი დაკლეს და იქეიფეს. დაპირისპირება დახურულ რესტორანში, კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოხდა. 

"მერიის თანამშრომელთა ეს ძალადობა მიუღებელია, რადგან ამით მერიის თანამშრომლები ახალისებენ ძალადობას. აღსანიშნავია, რომ მათ ღრეობა კომენდანტის საათის მოქმედების დროს ჰქონდათ, ანუ იმ დროს, როცა ჩვეულებრივ, გორელებს აჯარიმებენ, მერიის თანამშრომლები ქეიფობენ და ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან", - ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები. 

"მთავარის" ინფორმაციით, ჩხუბში გორის ვიცე-მერი პაკო ივანიშვილიც დაზარალდა, მაგრამ ამ ინფორმაციას გორის მერიაში არ ადასტურებენ.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი