"ბახმარო ბიძინას ბოსტანი არ არის" - პარლამენტის წინ შეკრებილები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

"გადავარჩინოთ ბახმარო", "ბახმარო ბიძინას ბოსტანი არ არის" - ამ ლოზუნგებით პარლამენტის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება.

აქციის მონაწილეები ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში ჰესის მშენებლობას აპორტესტებენ და ამბობენ, რომ ის საფრთხეს შეუქმნის მდინარის ხეობას, კურორტ ბახმაროსა და მთლიანად რეგიონს. 

"რაც ბახმაროში ხდება, მაფიოზურად მართვის კლასიკური მაგალითია და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ინტერესებს. ყველა სპეციალისტის დასკვნით, ჰესი დააზიანებს გარემოს და მოგვიჭრის ეკონომიკურ შესაძლებლობებს", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

აქციის Facebook-ლინქი შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი