ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე - საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 19-ივე ბრალდებული ამბობს, რომ მათთვის გაუგებარია, რას ედავება პროკურატურა. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან მათ უმეტესობას გარკვეული ოპოზიციური შეხედულებები გააჩნიათ.
ათასობით ადამიანთან გავრცელდა კიბერსამსახურისგან ეს კადრები და კომპრომატების მოძიების მიზნით განახორციელეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე და ვეტერანებზე უკანონო დაკავებები. აწყობდა მთავრობას, რომ ეს კადრები უამრავ ადამიანს ჰქონოდა, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდა ათასობით ადამიანთან და მერე შერჩევითი სამართლით დაეკავებინათ,“- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, დავით გვირგვლიანმა.
„პროვოკაციას“ უწოდებს აღნიშნულ საქმეს სხვა ბრალდებულის ადვოკატიც. მისი თქმით, დანაშაული სისხლის სამართლის ელემენტებს არ შეიცავს.
ძალინ ჰგავს პროვოკაციას ეს ყველაფერი. მე მაგალითად, და ჩემი კოლეგები ამ ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ვერ ვხედავთ. შესაძლოა, მთლად საზოგადოებისათვის ლამაზად და კარგად დასანახი ქმედება არ არის, თუნდაც ერთმანეთს დახურულ ჯგუფში რომ გაუზიარონ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ დანაშაულთან საქმე არ გვაქვს,“- განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.
სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა საქმის დეტალებთან და დაცვის მხარის პრეტენზიებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. მისი განმარტებით, კომენტარმა შესაძლოა საქმის საჯარო ინტერესი დააზიანოს.