დიღმის ჭალები - როგორ იქცა სამოთხე დედაქალაქში, ნაგავსაყრელად

გამოქვეყნდა:

დიღმის ჭალებში  სპორტული მოედნებისა და საცურაო აუზების მშენებლობა გადაწყდა, რამაც გაანადგურა გამწვანება, ჰაერი კი გაჟღენთილია ყველაზე არაჯანსაღი, კიბოს გამომწვევი ქიმიური შენაერთებით - სამშენებლო მასალების მტვრით.

ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც, თავის დროზე, ბინები სწორედ დიღმის ჭალებით მოხიბლულებმა იყიდეს და ეგონათ, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ადგილზე იცხოვრებდნენ.

აქვე უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული დიდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ არ დასრულდა და რამაც ტერიტორიის კიდევ უფრო გაჩანაგება გამოიწვია.

ახლა აქ ხელოვნური პარკის გაშენებაც იგეგმება, რომელიც რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა იმ ბუნებრივ გარემოსთან, რომელიც აქ წლების წინ იყო და რომელიც განადგურებულია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი