თბილისის ცენტრალური პარკი - სამუშაოები დაწყებულია, ურბანისტებს შენიშვნები აქვთ

გამოქვეყნდა:

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია კორპუსების აშენებას გადაურჩა. თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა უკვე დაწყებულია, თუმცა ურბანისტების ნაწილს პროექტთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები აქვს. ისინი კმაყოფილები არიან იმ გადაწყვეტილებით, რომ ქალაქს პარკი ექნება, მაგრამ მის მშენებლობაში მეტ ჩართულობას მოითხოვენ.

აქ მომუშავე პერსონალისთვის  დროებითი ნაგებობებიც დგას, მაგრამ არსადაა მითითებული, ვინ აწარმოებს სამუშაოებს და რა კეთდება.

დეტალური პროექტის უქონლობის გამო დღეს სპეციალისტები მხოლოდ პროექტის ავტორის ჰოლანდიური კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტომონტაჟებით მსჯელობენ.

პროექტის მიხედვით, მულტიფუნქციური სივრცე მოიცავს: ბოტანიკურ, იაპონურ და ფრანგულ ბაღებს, ამფითეატრს, შადრევანს, სკეიტ პარკს, სასაზღვრო სატყეო ზონას, შიდა სატყეო სექტორს, საგანმანათლებლო ცენტრს, მდელოს, ზიპლაინს, სპორტის და კვების ზონებს, ცხოველების სასეირნო სივრცეს, პანორამულ პლატფორმას, გუბურას, თოკების პარკს, საფეხმავლო ხიდს, სამთო ველოსიპედების ბილიკებს, სტრიტბოლის სივრცეს. ასევე მოეწყობა არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის. ამასთან, პარკის გარეშემო იქნება სამი ავტოსადგომი.

ურბანისტების ძირითადი შენიშვნაა, რომ პარკი ზედმეტად გადატვირთულია სხვადასხვა ფუნქციის მქონე სივრცეებით და ნაკლებია მწვანე სივრცე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი