ზურაბ ჯაფარიძის ბარში "ჯაფარასთან" შრომის ინსპექცია და პოლიცია დღესაც მივიდა.
"არამგონია დალუქვაზე მივიდეს საქმე... მკითხეს, რომ ისევ ვეწევი თუ არა კომერციულ საქმიანობას. კი ბარია ეს ჩემი. მითხრეს, რომ მაშინ ეს განმეორებითი შემთხვევააო ამიტომ, მასალებს გადაუგზავნიან შინაგან საქმეთა სამინისტროს," - ამბობს ჯაფარიძე
შრომის ინსპექციის წარმომადგენელიც ამბობს, რომ დაფიქსირდა "განმეორებით არანებადართული საქმიანობა" და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს გადაეცემა.
ხვალ გადაწყდება, რა საქნცია დაეკისრება ზურაბ ჯაფარიძეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 თებერვალს შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა.
ბარი ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა, რომელიც კომენდანტის საათის დროსაც მუშაობს.