კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები ქვეყანაში - ინფიცირებულთა უმრავლესობა რეგიონებიდანაა

გამოქვეყნდა:

კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები ქვეყანაში - დიაგნოზი კიდევ 9 პაციენტს დაუდასტურდა. მათი უმეტესობა რეგიონებიდანაა. გაიზარდა მარნეულის კლასტერიც.

ერთი ახალი პაციენტი დაემატა ვახტანგ ბოჭოროშვილის სახელობის კლინიკას. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. კოვიდ 19 დაუდასტურდა ასევე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტსაც, რომელსაც დღის ბოლომდე პირველ საუნივირსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. ამავე კლინიკაში მკურნალობას კიდევ 66 პაციენტი გადის. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

რეანიმაციაში გვყავს 9 პაციენტი მათი მდგომაროება მეტნაკლებად სტაბილური ა. სამი პაციენტის მდგომაროება არის კრიტიკული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი, რომელიც იყო 81 წლის დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ხვალისთვის ალბათ დატოვებს კლინიკას. ასევე გვყავდა მძიმე პაციენტი, 42 წლის ბატონი, რომელსაც მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა და ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში,"- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა.

ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ 19-ის  266 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 67-მა ადამიანმა კლინიკები უკვე დატოვა და ისინი მკურნალობის კურსს სახლში გადიან. კარანტინის ზონაში კი, 5000-მდე ადამიანია მოთავსებული. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი