"თუ საომია ვიომებთ" - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პასუხი მეუფე იოანეს

გამოქვეყნდა:

 "ეს ჩვენი თაობის დოდგორის ომია და თუ საომია ვიომებთ" - ასე ეხმაურებიან რიონის ხეობის პროტესტის მონაწილეები  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებას. 

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ის ადამიანები, რომლებიც უკვე სამ თვეზე მეტია ღამეებს ათევენ, ამბობენ, რომ მეუფე იოანემ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ამ ადამიანმა აქ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფაც მიაყენა, ჯვარის აიღო და დაუშვებელია, როცა იქ მიდის მღვდელმსახური ყველას უკრძალავს. ერთი დღე იყო ისეთი, რომ ყველა სასულიერო პირი დაიბარა და კატეგორიულად განუცხდა, რომ იქ არ მისულიყვნენ და აქციის მონაწილეებს გვერდში არ დადგომოდნენ", - ამბობს ადგილობრივი

"მეუფის განცხადება ჩემთვის მიუღებელია, მე როგრც ქრისტიანს ნებისმიერ ადგილას შემიძლია ავაგო ჯვარი და ის მიწა არის ჩვენი, ქართველების...არცერთი გოჯი მიწა არ იყიდება საქართველოში... ეს ჩვენი თაობის დოდგორის ომია და თუ საომია ვიომებთ ", - ამბობს მოქალაქე. 

მეუფე იოანემ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები თვითნებურად მოქმედებენ, ეკლესიას უპირისპირდებიან -  "ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს".  - ამბობს მეუფე იოანე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი