კოვიდ 19-ით ინფიცირებული მღვდელმსახური - წმინდა იოანეს ღვთისმეტყველის სახლების ტაძარი დაიკეტა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი სასულიერო პირი საქართველოში - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლების ტაძრის მღვდელმსახურს კოვიდ 19 ოფიციალურად დაუდასტურდა. სასულიერო პირი ბოლოს ტაძარში 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე საზეიმო წირვა-ლოცვას ესწრებოდა. ტაძარი ამ დროისათვის დაკეტილია და იქ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ბოლოს ღვთისმსახურება ამ ტაძარში გუშინ ჩატარდა.

ესწრებოდა თუ არა გუშინდელ წირვას ინფიცირებული სასულიერო პირი უცნობია, ვინაიდან ტაძრის წინამძღვარი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სასულიერო პირის გარდა კოვიდ 19 მისი ოჯახის ორ წევრსაც დაუდასტურდათ. სამივე მათგანი მკურნალობას ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი